ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც EU-ს წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით - პაპუაშვილი

სულ ნახვები : 80
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ წსელში წერს.

"2024 წლის ხუთი თვის მაჩვენებლით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9,3%-ია.

ეკონომიკური ზრდით საქართველო პირველია, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებთან, ისე თავად ევროკავშირთან შედარებით.

ამასთან, საქართველო პირველია კანდიდატ ქვეყნებს შორის სამართლის უზენაესობის და კორუფციის აღქმის საერთაშორისო რეიტინგებში.

დემოკრატიული და ეფექტიანად მოქმედი ინსტიტუტების მშენებლობა და მოქალაქეების კეთილდღეობის ზრდა ჩვენი ხელისუფლების მთავარი საზრუნავია.

ფაქტები თავის თავზე მეტყველებენ - საქართველო, როგორც ეკონომიკური ზრდით, ისე ინსტიტუციური განვითარებით, ლიდერია ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს შორის”, - წერს პაპუაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა