„ამ ეტაპზე ხელჩასაჭიდი არაფერი გვაქვს“ - გიორგი გახელაძის სამძებრო ოპერაციაში მოლაშქრეები ჩაერთნენ

სულ ნახვები : 212
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

პროფესორ გიორგი გახელაძის სამძებრო ოპერაციაში მოლაშქრეები ჩაერთნენ.

გახელაძეს ოჯახის წევრები, მეგობრები და მოლაქშრეთა ფედერაციიდან მოხალისეები უძოს მონასტრის ტერიტორიაზე ეძებენ.

„ვაკის პარკის ტერიტორიაზე ეძებდა სამაშველო ჯგუფი მამაჩემს. ამ ეტაპზე არაფერი გვაქვს ხელჩასაჭიდი უბრალოდ ვცდილობთ ჩვენი ძალებით, სამოქალაქო ძალებით შემოგარენში გავავრცელოთ ინფრომაცია, სადაც გვირჩიეს ან მიგვასწავლეს, რომ მსგავსი შემთხვევები ყოფილა და უპოვიათ ადამიანები. სწორედ ამიტომ ვცდილობთ საძიებო არეალის გაფართოებას“, - განაცხადა პროფესორის შვილმა.

ცნობისთვის, გახელაძე სახლიდან 19 ივნისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.57 წლის კაცს აცვია ლურჯი ფერის პოლო მაისური, ლურჯი ფერის Cargo (ჯიბეებიანი) შარვალი და ღია ფერის ხაკისფერი კეპი აქვს. თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას, დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 599 31 10 90; 555 30 01 87; 551 08 90 65

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა