ირაკლი კობახიძე ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტს დღეს მიმართავს

სულ ნახვები : 86
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტის წინაშე დღეს, 28 ივნისს, წარდგება.

პრემიერის თქმით, მოხსენება მოიცავს ქვეყნის განვითარების ყველა სფეროს.

„ეს არის საქართველოს მთავრობის საქმიანობის წლიური ანგარიში. თებერვალში მქონდა ანგარიში, საუბარი სამომავლო გეგმებზე. აქედან გამომდინარე, არსებითად, გასული ოთხ-ნახევარი თვის განმავლობაში განხორციელებულ საქმიანობას შეეხება ეს ანგარიში, რომელსაც წარვადგენ, ასევე - ზოგადად გვექნება საუბარი, მათ შორის, სამომავლო გეგმებზეც“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა