სამასი ტყუილი და ექვსი სადღეგრძელო - რომან გოცირიძე პრემიერის ანგარიშზე

სულ ნახვები : 67
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ტრადიციული ანგარიში, სადაც არის სამასი ტყუილი და ექვსი სადღეგრძელო - ასე აფასებს საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, რომან გოცირიძე, პრემიერის წლიურ ანგარიშს, რომელსაც ის დღეს, 28 ივნისს 12:00 საათზე პარლამენტს წარუდგენს.

გოცირიძის შეფასებით, მიმდინარე წელი, ქვეყნისთვის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ასპექტში წარუმატებელი იყო.

„ეს ანგარიში არის ტრადიციული, ჰგავს წინა ანგარიშებს, სადაც არის სამასი ტყუილი და ექვსი სადღეგრძელო. ტყუილები ტრადიციულია, მაგალითად უმუშევრობა შემცირდაო და შემცირდება აბა რა იქნება შარშან 164 000 ჩვენი მოქალაქე წავიდა უცხოეთში და თუ წელს ისევ ამდენი წავა, შემცირდება უმუშევრობა ქვეყნის დაცლის ხარჯზე. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ერთ-ერთი წარმატებული წელი იყო, როგორც ქვეყნის პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა გოცირიძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა