ბრიტანეთის საელჩო კიევში „ძალიან მალე“ გაიხსნება - განაცხადა ჯონსონმა

სულ ნახვები : 190
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინაში ბრიტანეთის საელჩო  კიევში "ძალიან მალე" ისევ გაიხსნება.  

„პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის არაჩვეულებრივი სიმტკიცე და წარმატება კიევში რუსული ძალების წინააღმდეგობის გაწევაში ნიშნავს, რომ დღეს შემიძლია განვაცხადო, რომ ძალიან მალე, მომავალ კვირას, ხელახლა გავხსნით ჩვენს საელჩოს უკრაინის დედაქალაქში“, - თქვა ჯონსონმა  ინდოეთის პრემიერ მინისტრ ნარენდრა მოდისთან ნიუ დელიში გამართული შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

ჯონსონმა ასევა ცალსახად აღნიშნა,  რომ მისი ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას და დასძინა: 

„გაერთიანებული სამეფო და ჩვენი მოკავშირეები პასიურად არ უყურებენ,  იმას თუ როგორ ახორციელებს პუტინი თავდასხმებს’’.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა