ლუკაშენკო ბირთვულ ქობინს ჩაეხუტა

სულ ნახვები : 113
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,ბირთვული ქობინი ვნახე და ჩავეხუტე" _ ეს აღიარება ალექსანდრ ლუკაშენკომ ბელორუსის სახალხო კრებაზე გააკეთა. რესპუბლიკის მეთაურის თქმით, მან პირადად ნახა საბრძოლო მასალა, რომელიც ქვეყანაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ იყო განთავსებული.

,,ბირთვული იარაღი იყო განთავსებული და ვნახე. როგორც ვთქვი, სტრატეგიული ბირთვულ ქობინს ჩავეხუტე, _ აღიარა ლუკაშენკომ.

ბელორუსის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საუბარია იმ დროისთვის ყველაზე მოწინავე სტრატეგიულ ბირთვულ იარაღზე.

„რუსეთს დღესაც აქვს ასეთი იარაღი", დასძინა ლუკაშენკომ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები