რუსების ფიასკო: ასობით ჯარისკაცი დაიღუპა - უკრაინელი სამხედრო ხიდის აფეთქების დეტალებს ჰყვება

სულ ნახვები : 14,448
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სერიოზული ფიასკო  რუსეთისთვის. უკრაინის არმიამ გაანადგურა პონტონის ხიდი, ათობით რუსული მანქანა დაიწვა ან  ჩაიძირა მდინარეში. დამოუკიდებელი დამკვირვებლები ვარაუდობენ, რომ ასობით რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. 

Twitter-ზე უკრაინელი ჯარისკაცი მაქსიმი ახლა ზუსტად აღწერს, თუ როგორ მოხდა აფეთქება. ანგარიშის ავთენტურობა ამ დროისთვის შეუძლებელია, მაგრამ მაქსიმი აზიარებს მისი აღჭურვილობისა და საკუთარი თავის რამდენიმე ფოტოს. 

მისი თქმით, ჯერ კიდევ 7 მაისს უკრაინელებმა მიიღეს ინფორმაცია, რომ რუსები მდინარე სევერსკი-დონეცის გადაკვეთას გეგმავდნენ.

როგორც გაწვრთნილი ინჟინერი, ის ამის შემდეგ,  ეძებდა ადგილებს, რომლებიც შესაფერისი იქნებოდა გადაკვეთისთვის, წერს მაქსიმი. 

მდინარის სიგანიდან გამომდინარე, მან ასევე შეძლო გამოთვალა, რამდენი ხიდის ელემენტი დასჭირდებოდათ რუსებს მეორე მხარეს გადასასვლელად. 

„ტალღა  იყო ძალიან ძლიერი. ასე რომ, ცხადი იყო, რომ  რუსებს მოტორიანი ნავები დასჭირდებოდათ“-წერს სამხედრო.

მისი თქმით, ამ ვარაუდზე დაყრდნობით,  ჯარისკაცები მდინარის დაკვირვებისას ყურადღებას  მოტორიანი ნავების ხმებზე ამახვილებდნენ. 

მხოლოდ ერთი დღის შემდეგ სამხედრო ნაწილმა ძრავების ხმაური გაიგო. „რუსებმა გადაწვეს  მინდვრები და კვამლის ბომბები გადაყარეს, რათა ჩვენთვის ხილვადობის პრობლემები შეექმნათ,  მაგრამ მათ ააგეს ხიდი ზუსტად იქ, სადაც მე ვფიქრობდი, რომ იქნებოდა“-ჰყვება ჯარისკაცი. 

სწორედ ამის შემდეგ, მისი განცხადებით,  უკრაინელებმა ჯარის დაბომბვა დაიწყეს. 

ერთდღიანი ბრძოლების შემდეგ, დაახლოებით 30-50 რუსული მანქანა საბოლოოდ მდინარის უკრაინულ მხარეს იყო ჩაფლული. ”მათ უკან დასახევი აღარ ჰქონდათ”, - ამბობს მაქსიმი.

სამხედრო ავიაციამ  შემდეგ დაბომბა ტერიტორია და გაანადგურა ხიდის დანარჩენი ნაწილი, წერს მაქსიმი. მისი თქმით, 1500 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. „10 მაისს ხიდი მთლიანად დაინგრა და დავიწყეთ პირველი სურათების გამოქვეყნება. ჩვენ გავიმარჯვეთ - რუსები კი უსიტყვოდ ჩაფლავდნენ“-დასძენს უკრაინელი სამხედრო.

მიხეილ ხაჩიძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა