რუსეთმა გარდაცვლილ ჯონ მაკკეინს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა

სულ ნახვები : 2,091
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გუშინ 1 000-მდე ამერიკელს ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. სანქცირებულთა შორისაა აშშ-ის ყოფილი სენატორი, ჯონ მაკკეინი, რომელიც გარდაცვლილია.

სიაში მოხვდნენ აშშ-ის ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები, ვინც სხვადასხვა დროს გარდაიცვალა.

გარდაცვლილი ამერიკელები, ვისაც რუსეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა:

ჯონ მაკკეინი - ყოფილი სენატორი (2018 წელს გარდაიცვალა);

ჰარი რეიდი - ყოფილი სენატორი (2017 წელს გარდაიცვალა);

ორინ ჰაჩი - ყოფილი სენატორი (2022 წელს გარდაიცვალა);

ალსი ჰასტინგსი - ყოფილი კონგრესმენი (2021 წელს გარდაიცვალა);

სტივენ ო’ნილი - ყოფილი მოსამართლე (2018 წელს გარდაიცვალა);

ჯერემი სივიტსი - აშშ-ის ჯარის ყოფილი რეზერვისტი (2022 წელს გარდაიცვალა);

მელისა დრისკო - CIA-ს ყოფილი პირველი ვიცე-დირექტორი (2018 წელს გარდაიცვალა).

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები