„ნაციონალური მოძრაობა“ არც ცდილობს, რომ „ოცნება“ დაამარცხოს - გიორგი გახარია

სულ ნახვები : 124
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩვენზე სწრაფად მიიყვანს ევროკავშირში ამ ქვეყანას ან ჩვენზე უკეთესად შეძლებს “ოცნებას” მიუჩინოს თავისი ადგილი და ივანიშვილი გაუშვას დამსახურებულ საპატიო პენსიაში, ძალიან ცდება, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერმა, გიორგი გახარიამ დღეს, 26 აპრილს განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს „ქართული ოცნების“ დამარცხების მცდელობა.

„შეგიძლიათ, ერთი მაგალითი მაინც მომიყვანოთ, საქართველოს ბოლო წლების ისტორიაში, როდესაც პრემიერი თავისი ნებით გადადგა მხარდაჭერის პიკში, სხვათა შორის, ყველაზე მაქსიმუმში და, ამასთან ერთად, დარჩა ისევ პოლიტიკაში, მოითმინა, რასაც ეს პატარა მშიშარა ბიჭები, ივანიშვილის მიერ გაგულიანებულები, საკუთარ თავს უფლებას აძლევენ ?! ამას რატომ ვაკეთებ იცით? მე მკაფიოდ მაქვს გააზრებული ის შეცდომებიც და ის ვალდებულებაც, რომელიც მე და ჩემს გუნდს გვაქვს ამ შეცდომების გამოსასწორებლად, ჩვენ ამ ვალს ვაბრუნებთ. ვაბრუნებთ მარტივი მიზეზის გამო - ვიცით, ეს როგორ შეიძლება გაკეთდეს და ვინმეს თუ ჰგონია, რომ ჩვენზე სწრაფად მიიყვანს ევროკავშირში ამ ქვეყანას ან ჩვენზე უკეთესად შეძლებს “ოცნებას” მიუჩინოს თავისი ადგილი და ივანიშვილი გაუშვას დამსახურებულ საპატიო პენსიაში, ძალიან ცდება.  “ნაციონალურ მოძრაობას” ამის შესაძლებლობა რომ ჰქონოდა, გააკეთებდა. “ნაციონალური მოძრაობის” ყველაზე დიდი დანაშაული რა არის, იცით? “ნაციონალური მოძრაობა” არც ცდილობს, რომ “ოცნება” დაამარცხოს , რადგან იცის, ამის ძალა არ აქვს.“ნაციონალური მოძრაობა “ ახლა ზის და ელოდება, როდის გაცვდება “ოცნება” და სანამ “ოცნება “ ცვდება და ივანიშვილი ცვდება ჩვენი ქვეყანა ხელიდან უშვებს შესაძლებლობების დიდ შანსს. ოპოზიციური პარტია, რომელსაც მიაჩნია, რომ არის ყველაზე დიდი, რომელიც თვლის, რომ მას აქვს მისია ქვეყანაში “ოცნება“ დაამარცხოს, ეს ოპოზიციური პარტია ერთიანობას რომ ვერ ინარჩუნებს, ეს სერიოზული პრობლემაა მეგობრებო, ეს არის სერიოზული პრობლემა და ეს ოპოზიციური პარტია,რომ ვერ გაურკვევია არჩევნებამდე ექვსი თვით ადრე სამად გაყოფილი თუ ოთხად გაყოფილი მიდის არჩევნებზე, ეს პრობლემაა“, - ამის განაცხადა გახარიამ.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა