ივანიშვილის პარტია გამოიყენებს საკუთარ პროპაგანდას, რომ შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქეები - თინა ბოკუჩავა

სულ ნახვები : 136
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის უკან წაღება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება და ბუნებრივია, ივანიშვილის პარტია გამოიყენებს საკუთარ პროპაგანდას, რომ შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, თითქოსდა ეს შეუძლებელია, - განაცხადა  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ევროპარლამენტის რეზოლუციაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ხელისუფლება რამდე3ნიმე თვეში შეიცვლება და არ დაუშვებენ ამ მონაპოვრის დაკარგვას.

„ევროკავშირის მხრიდან ვიზალიბერალიზაციის უკან წაღება საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის უმძიმესი დარტყმა იქნება და ბუნებრივია, ივანიშვილის პარტია გამოიყენებს საკუთარ პროპაგანდას, რომ შეცდომაში შეიყვანოს საქართველოს მოქალაქეები, თითქოსდა ეს შეუძლებელია. ჩვენ, როგორც პროდასავლური დემოკრატიული ოპოზიცია, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება არ იქნას მიღებული ევროკავშირში, იმიტომ, რომ დარწმუნებული ვართ, ხელისუფლება სულ რამდენიმე თვეში შეიცვლება და ჩვენ არა მხოლოდ შევინარჩუნებთ უვიზო მიმოსვლის სიკეთეს, არამედ კაპიტალიზებას მოვახდენთ კანდიდატის სტატუსზე და გავხსნით მოლაპარაკებას ევროკავშირთან გაწევრიანებასთან დაკავშირებით," - განაცხადა თინა  ბოკუჩავამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა