ჩვენთვის მთავარია, რომ იყოს ისეთი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი - აკაკი მინაშვილი

სულ ნახვები : 168
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

,,არ ვთვლით, რომ შემოთავაზებულია სწორი გზა, იმისთვის, რომ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე", - ამბობს ,,ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრი აკაკი მინაშვილი ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართული შეხვედრის შემდეგ.

მინაშვილის თქმით, მოლაპარაკებები გრძელდება და არ დასულებულა.

,,მოლაპარაკებების სივრცე არის შეზღუდული, ჩვენი მთავარი მომლაპარაკებელი არის საპატიმროში, ის რომ ყოფილიყო თავისუფალი გაცილებით სხვა პირობები იქნებოდა... ჩვენთვის მთავარია, რომ იყოს ისეთი დოკუმენტი, რომელშიც ასახულია ქვეყნის მძიმე მდგომარეობიდან გამოსავალი. ესაა პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიას, გიორგი რურუას გათავისუფლება და შემდეგ ვადამდელი არჩევნები, რომელიც კრიზისის გადაწყვეტის საუკეთესო გზაა", - განაცხადა მინაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა