საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ კარალეთში 7 ჰა-ზე აგრომეურნეობა მოეწყო

სულ ნახვები : 176
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ბანკი რეგიონში აგროპროექტების განხორციელების მხარდაჭერას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, გორის რაიონის სოფელ კარალეთში 7- ჰა ზე აგრომეურნეობა გაშენდა. პროექტის ჯამური ღირებულებაა 200 000 ლარია. ბანკის წილი  კი 60 000 ლარს შეადგენს.

„საქართველოს ბანკის მხარდაჭერით კარალეთში ღია გრუნტზე, სათბურის მეთოდით  მოგვყავს ჩერისა და ჰოლანდიური მამსტონის ჯიშის 1 000 ტონამდე  პომიდორი. მის რეალიზაციას ვახდენთ ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე, თუმცა გეგმაში გვაქვს ექსპორტზე გასვლა მეზობელ ქვეყნებში. ამას გარდა, კვლავ ბანკის მხარდაჭერით 211,000 ძირ  ხილსა და კენკრას ვაწარმოებთ. უფრო კონკრეტულად კი  ბლის, ნუშის და  ჟოლო ნერგებს. საერთო ჯამში, ამ პროექტის საერთო მოცულობა 200 000 ლარია, ხოლო ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია კი 70 000 ლარს შეადგენს“,- განაცხადა მცირე მეწარმემ, იოსებ ფარეხელაშვილმა.

„მოხარული ვართ რომ ჩვენი წვლილი შევიტანეთ სოფელ კარალეთში  7 ჰა-ზე აგრომეურნეობის მოწყობაში. მცირე მეწარმემ ასევე შეძლო ჩვენთან პარტნიორობით გაეშენებინა ჟოლოს ბაღი, სადაც  1.5 ჰა- ზე, ღია გრუნტზე  მოჰყავს 4 ტონამდე მოსავალი. მის რეალიზაციას კი ახდენს ადგილობრივ ბაზარზე. მცირე მეწარმეს უკვე დასაქმებული ჰყავს 30 ადამიანი და ბიზნესის გაზრდის პარალელურად კიდევ უფრო მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება“,-  განაცხადა გიორგი ბოჩიკაშვილმა, საქართველოს ბანკის მიკრო ბიზნესის დეპარტამენტის, ბიზნესის განვითარების სამსახურის უფროსმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა