„სირცხვილიას“ მოთხოვნებში „ქართული ოცნება“ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს ხედავს

სულ ნახვები : 187
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მათ ინტერესს ემსახურება ასეთი ტიპის მოთხოვნების წამოყენება“ - საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მიხეილ სარჯველაძე, სამოქალაქო სექტორის მიერ, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიმართ წაყენებულ ულტიმატუმს ეხმაურება. 

მისი შეფასებით, მსგავსი ტიპის მოთხოვნები, მხოლოდ და მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“ წისქვილზე ასხამს წყალს და ქვეყნისთვის სარგებლის მომტანი არ არის. 

„ის პოლიტიკური და შორსმიმავალი მოთხოვნები, რომელიც არის წამოყენებული, როგორიც არის ხელისუფლების ჩანაცვლება გაურკვეველი ტიპის კონსტიტუციის დებულებებისგან სრულიად აცდენილი საშუალებებით, მიანიშნებს მხოლოდ და მხოლოდ ერთზე, რომ ამ ყველაფრის ორგანიზებაში, დაგეგმვაში დაინტერესებულები არიან თავად „ნაციონალური მოძრაობა“ და რეალურად მათ ინტერესს ემსახურება ასეთი ტიპის მოთხოვნების წამოყენება“, - განაცხადა სარჯველაძემ. 

ცნობისთვის, იმ შემთხვევაში თუ, პრემიერ-მინისტრი ღარიბაშვილი ერთი კვირის ვადაში არ გადადგება, 3 ივლისიდან მასობრივი საპროტესტო ტალღა აგორდება, რომელიც მთელ ქვეყანას მოიცავს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა