ივანიშვილი თუ პატრიოტიაო, ქვეყნიდან წავიდოდაო – უჯიშოებს დარჩეს ეს ქვეყანა? - კობახიძე გალერის სიტყვებზე

სულ ნახვები : 279
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ივანიშვილი თუ პატრიოტიაო, ქვეყნიდან წავიდოდაო – უჯიშოებს დარჩეს ეს ქვეყანა? - აცხადებს "ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პალიტრანიუსის ეთერში:

"მიხაილ გალერი არის გერმანელი ევროპარლამენტარი, რომელიც ამბობს ესეთ რამეს - ივანიშვილი თუ პატრიოტიაო, ქვეყნიდან წავიდოდაო. ანუ პატრიოტები უნდა წავიდნენ ქვეყნიდან და უჯიშოებს უნდა დარჩეს ეს ქვეყანა? ესაა ის სცენარი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ვინც დგას სცენაზე ამ აქციის, სირცვილის, ენმ, NGO-ები, ასეთი ადამიანების ხელში უნდა გარელს რომ დარჩეს ქვეყანა. ანუ ივანიშვილისნაირი პატრიოტები უნდა წავიდნენ ქვეყნიდან და უჯიშო, უსამშობოლო და უღმერთო ხალხის ხელში უნდა დარჩეს ქვეყანა, უპასუხოდ უნდა დავტოვოთ ეს განცხადება, რაც გალერმა გააკეთა? ეს ხომ წარმოუდგენელია" - ამბობს ოცნების თავმჯდომარე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა