არაერთხელ ვთქვით, რომ ნატოს კარი რჩება ღიად - სტოლტენბერგი უკრაინის განაცხადზე

სულ ნახვები : 198
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არაერთხელ ვთქვით, რომ ნატოს კარი რჩება ღიად - განაცხადა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

"ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოს ევროპაში აქვს უფლება შეიტანოს განაცხადი ნატოში წევრობაზე და ნატოს მოკავშირეები ამას პატივს სცემენ. და ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ნატოს კარი რჩება ღიად. ჩვენ ეს ვაჩვენეთ გასული წლების განმავლობაში. ნატოს წევრებმა, მადრიდში გამართულ სამიტზე, მკაფიოდ განაცხადეს, რომ მხარს ვუჭერთ უკრაინის უფლებას საკუთარი გზა თვითონ აირჩიოს, რათა გადაწყვიტოს, რომელი უსაფრთხოების მექანიზმის მონაწილე უნდა რომ იყოს. შემდეგ წევრობაზე გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული 30 მოკავშირის მიერ და ასეთ გადაწყვეტილებებს კონსენსუსის გზით ვიღებთ. ჩვენი ყურადღება ახლა კონცენტრირებულია უკრაინის დაუყოვნებლივ მხარდაჭერაზე, რათა დავეხმაროთ მას თავდაცვაში რუსული სასტიკი შეჭრისგან. ეს არის მთავარი აქცენტი და ნატოს წევრების მთავარი ძალისხმევა"- თქვა სტოლტენბერგმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა