ფუტსალის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს იწყებს

სულ ნახვები : 160
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს 2024 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდის მატჩებისთვის ემზადება. ავთანდილ ასათიანის გუნდი მეორე ჯგუფის პირველ მატჩს თბილისში გამართავს.

ბელგიასთან შეხვედრისთვის მზადების ფარგლებში საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობს. გუნდს უახლოეს ორ ოფიციალურ შეხვედრაში ტრავმის გამო ზვიად კუპატაძე ვერ დაეხმარება.

ჩვენმა გუნდმა თბილისის სპორტის სასახლეში ღია ვარჯიში გამართა. საქართველოსა და ბელგიის ნაკრებთა შეხვედრას 8 ოქტომბერს, 19 საათზე, არენა თბილისი უმასპინძლებს.

საქართველოს ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: ალექსანდრე ჯამბურია (თელასი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი);

წინა ხაზი: შოთა თოფურია, ირაკლი თოდუა, გიორგი ქურდაძე, ვახტანგ კეკელია, ნუკრი ჭუმბურიძე (ყველა თელასი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), ბინიო (ოსასუნა, პამპლონა, ესპანეთი), რონინიო (ანდერლეხტი, ბელგია), თალესი (ალ-იარმუკი, ქუვეითი), ვილიანი (გაზპრომ-იუგრა, რუსეთი), ბრუნო პეტრი (რიბერა ნავარა, ესპანეთი), ფერნანდო დრასლერი (ბეტისი, ესპანეთი), შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი)  .

მეინ-რაუნდის მეორე ტურის შეხვედრა ავსტრიასა და საქართველოს შორის 12 ოქტომბერს შედგება. ელიტ-რაუნდის საგზურს 12 ჯგუფის გამარჯვებულები და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი მოიპოვებს, დარჩენილი 8 მეორე ადგილოსანი კი, ელიტ-რაუნდის საგზურისთვის ბრძოლას ფლეი ოფში გააგრძელებს. 

2024 წლის ფუტსალის მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 7 ევროპული ნაკრები ითამაშებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა