პრემიერ-მინისტრმა 70 000 მაყურებელზე გათვლილი საფეხბურთო მოედნის მშენებლობა დააანონსა

სულ ნახვები : 553
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 22 აპრილს მთავრობის სხდომაზე, ახალი ბრიტანული სტანდარტების მქონდე საფეხბურთო მოედნის მშენებლობა დააანონსა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ყველაფერს აკეთებს ქართული სპორტის კეთილდღეობისთვის, განსხვავებით წინა ხელისუფლებისა.

„მინდა დავაანონსო ახალი მეგა პროექტი, ამ შემთხვევაში სპორტს უკავშირდება, ჩვენ ვამაყობთ ჩვენი სპორტსმენების წარმატებით და მინდა გავიმეორო, რომ დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წლის თავზე, ყველა გუნდურ სპორტულ შეჯიბრში ჩვენ გვაქვს წარმატებები. ჩვენმა ნაკრებებმა მოახერხეს პირველად ისტორიაში მნიშვნელოვანი წამატების მიღწევა. მედლების რაოდენობა არის გაორმაგებული და გასამმაგებული, რაც არის თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგი. ასეთი წარმატებები ჩვენ არ გვქონდა იმ 9 წლის, როდესაც ხელისუფლების სათავეში იყო ჩვენი დღევანდელი ოპოზიცია. 90-იან წლებთან შედარებითაც კი, მაშინ სპორტი იყო უფრო წარუმატებელი, რასაც ჰქონდა კონკრეტული მიზეზები.

ყველას გახსოვთ როგორ მოხდა ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევა და იმავე დღესვე რომ გააკეთეს განცხადება გადადგომის შესახებ, ასეთი რამეები ხდებოდა. ასევე მინდა შეგახსენოთ რა ხდებოდა თბილისის დინამოს გარშემო. რუსეთიდან ჩამოიყვანეს ბიზნესმენი, რომელსაც დიდი წარმოდგენა არ ჰქონდა ფეხბურთზე, მას ჩააბარეს ჩვენი ეროვნული სიამაყე, თბილისის დინამოს კლუბი და კლუბი განადგურების პირამდე მიიყვანეს, ნულოვანი წარმატება გვქონდა მთელი ის წლები. ცოტა ხნის წინ ამ ადამიანებს უნდოდათ ჩვენი ისტორიული დინამოს ბაზის ტერიტორიაზე კორპუსებს მშენებლობა და ეს არის დამოკიდებულება ამ ადამიანების. ეს ადამიანები თბილისის დინამოს სახელით ავრცელებენ პოლიტიკურ განცხადებებს და სწორედ რამდენიმე დღის წინა გააპროტესტეს გამჭვირვალობის შესახებ კანონი კლუბის სახელით, როგორც ფეხბურთში ერკვევა ისე რკვევა კანონში თბილისის დინამოს მფლობელი. წლები დაგვჭირდა იმისთვის, რომ გამოგვესწორებინა, სპორტისთვის მიყენებული ზიანი. მინდა გავიხსენო ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელმაც მითხრა პირადად, რომ პოლიტიკური ნიშნით არ გამიძახეს თამაშზე და ამას აკეთებინებდნენ მაშინდელ მწვრთნელს. ასევე ნაკრების ფეხბურთელები ჩამოდიოდნენ საკუთარი ხარჯებით თამაშებზე და ასეთ პირობებში, როგორ შეიძლება წარმატებას მიაღწიოს სპორტმა.

ასევე შეგახსენებთ, რომ დაანგრიეს ბათუმის სტადიონი და დატოვეს სტადიონის გარეშე და რომ არა ჩვენ, დღესაც არ ექნებოდა ბათუმს სტადიონი. ასევე გაყიდეს ნორჩი დინამოელის ბაზა დიდუბეში, სადაც გაიზარდა დინამოელების მთელი თაობა. ამავდროულად მოატყუეს ინვესტორი და არ უთხრეს, რომ ნორჩი დინამოელების ბაზის ქვეშ გადიოდა მეტრო. ჩვენ უნდა ვიზრუნოთ სპორტზე, განვაგრძოთ ზრუნვა ფეხბურთზედა გვინდა დავაანონსოთ მნიშვნელოვანი მეგა პროექტი.

გვინდა ავაშენოთ ახალი სტადიონი თბილისში, რომელიც გათვლილი იქნება 70 000 ადამიანზე და იქნება უმაღლესი, თანამედროვე სტანდარტების სტადიონი და მოგვცემს იმის საშუალებას, რომ ვუმასპინძლოთ უმაღლესი რანგის მატჩებს, მათ შორის ჩემპიონთა ლიგის ჩათვლით. ეს იქნება ბრიტანული სტილის სტადიონი, სავარაუდო ლოკაცია იქნება ახალი აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია და აქვე მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ შევიტანთ განაცხადს, 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობაზე, ახალაშენებულ სტადიონზე, ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარი ფეხბურთისთვის და გულშემატკივრისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
სპორტი ► Მეტის ნახვა