„თქვენ უმაგრესი ხართ“ - ზემფირა ალა პუგაჩოვაზე

სულ ნახვები : 219
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ, როგორ ვგრძნობთ ჩვენ მუსიკას“ - ეს სიტყვები ცნობილ რუს მომღერალს ზემფირას ეკუთვნის, რომელიც მან საკუთარ ინსტაგრამ გვერდზე ალა პუგაჩოვას მისამართით დაწერა.

„არ დავწერდი ამ ყველაფერს ტურნეს დასრულებამდე, რომ არა ...

ალა ბორისევნა მოვიდა კონცერტზე, შეაქო მუსიკოსები, თქვა, რომ მე ბავშვი ვარ სცენაზე.

მე კი მინდა საპასუხოდ ვთქვა - თქვენ უმაგრესი ხართ, უსიტყვოდ დიდებული. არ აქვს მნიშვნელობა იმას თუ, როგორ ვგრძნობთ ჩვენ მუსიკას, ჩვენ ორივე ჩვენი ქვეყნის მომღერლები ვართ“, - წერს მომღერალი.

ცნობისთვის, ზემფირა რამდენიმე დღის წინ საგასტროლო ტურნეს ფარგლებში ისრაელში იმყოფებოდა, სადაც ალა პუგაჩოვა საკუთარ შვილებთან ერთად რუსეთის დატოვების შემდგომ გადავიდა საცხოვრებლად.აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ ზემფირა ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც რუსეთ-უკრაინის ომში, უკრაინას უპირობო მხარდაჭერა გამოუცხადა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა