ნახევარი მილიონის საცივი არაა სახუმარო ამბავი

სულ ნახვები : 1,849
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

როგორც გუშინ საკრებულოს სხდომიდან გახდა ცნობილი, წელს თელავში საახალწლო ღონისძიებებისთვის დაიხარჯება ნახევარი მილიონი ლარი. მე მოვუწოდებ თელაველებს სახლში საახალწლოდ არაფერი არ გაამზადოთ, ახალი წელი ხომ საოჯახო დღესასწაულია ?!   ამიტომ ამ დღესასწაულს უნდა შევუცვალოთ ტრადიცია, ოჯახებში აღარ უნდა შევხვდეთ და უნდა შევხვდეთ ერთად მოედანზე. ამდენი ფული ვისთვისღა უნდა დაიხარჯოს თუ სახლში თქვენ ცალკე უნდა გაამზადოთ?  ასე რომ თელავის მერია მოედანზე დაგახვედრებთ ყველაფერს გამზადებულს. მთავარია ფეიერვერკს რომ გაისვრის მერია საცივში არ ჩავარდეს ნამწვავები, ნახევარი მილიონის საცივი არაა სახუმარო ამბავი."- ასე შეაფასა ლეიბორისტული პარტიის კახეთის რეგიობულმა ხელმძღვანელმა ნიკა ვარდოშვილმა თელავის საკრებულოს გუშინდელი გადაწყვეტილება. 

შეგახსენეთ რომ გუშინ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში რიგგარეშე სხდომა გაიმართა, სადაც ბიუჯეტში შევიდა ცვლილება საახალწლო ღონისძიებების ჩატარებისათვის თანხის მობილიზაციასთან დაკავშირებით.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა