სახალხო დამცველის გარდა ყველაფერი იყო - კობახიძე ლომჯარიაზე

სულ ნახვები : 216
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სახალხო დამცველის გარდა ყველაფერი იყო - ამბობს ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ნინო ლომჯარიაზე.

"რეალურად სახალხო დამცველის გარდა პრაქტიკულად ყველაფერი იყო, პოლიტიკაში იყო მთლიანად ჩართული, განსაკუთრებით ბოლო ორი წლის განმავლობაში, როდესაც განსაკუთრებული ძალისხმევა ჰქონდა რადიკალურ ოპოზიციას ხელისუფლების გადატრიალების მიმართულებით. მთლიანად პოლიტიკური იყო მისი დღის წესრიგი. რომ ნახოთ მისი ანგარიშები, ნახავთ, რომ ადამიანის უფლებების ნაწილში საერთოდ არაფერი, მთლიანად პოლიტიკური იყო მისი დღის წესრიგი, ერეოდა საგარეო პოლიტიკაში, საშინაო პოლიტიკაში, გამოდიოდა პოლიტიკური განცხადებებით, ეს არ შეშვენის სახალხო დამცველის ინსტიტუტს"-ამბობს იგი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა