არანაირი კომენტარი არ იქნება, იმიტომ, რომ თქვენ აკეთებთ არასწორ ინტერპრეტაციას ჩვენი თქმულის - ვივა მედის დირექტორი ჟურნალისტებს
სულ ნახვები :
191
...
მესამე პრეზიდენტი ექიმებისა და შესაბამისი უწყების მოლოდინშია, მისცემენ თუ არა მას სასამართლოზე დასწრების უფლებას. მიხეილ სააკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ სურვილი აქვს დაესწროს სხდომას, სადაც მისი თქმით, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება.
"ვივა მედის" დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დღეს მედიის კითხვებს არ უპასუხა და მედია არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა:
"არანაირ კომენტარს მე თქვენ ახლა ვერ მოგცემთ, თქვენ მოგვეცით ჩვენ მოგვეცით უფლება და საშუალება ვიმუშაოთ პაციენტთან. არანაირი კომენტარი არ იქნება, იმიტომ, რომ თქვენ აკეთებთ არასწორ ინტერპრეტაციას ჩვენი თქმულის".