„აზოვსტალის გული“ - რინატ ახმეტოვი გმირების მხარდასაჭერ პროექტს იწყებს

სულ ნახვები : 4,166
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რინატ ახმეტოვი  ახოვსტალის გმირების მხარდასაჭერ პროექს სახელწოდებით "აზოვსტალის გული" იწყებს.  ამის შესახებ უკრაინილი მედია წერს. 

პროექტის ფარგლებში ახმეტოვი  გამოყოფს 25 მილიონი დოლარს მარიუპოლის დამცველებისთვის. 

თანხები მოხმარდება მკურნალობას, რეაბილიტაციას, უკრაინელი ჯარისკაცების დახმარებას და დაღუპულთა ოჯახებს.

"ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი გამარჯვების დღე მივახლოვოთ. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დამეწყო პროექტი "აზოვსტალის გული" რომლის ფარგლებშიც  დავეხმარები  მარიუპოლის დამცველებს და დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებს. მათ გმირობას ანალოგი არ აქვს თანამედროვე ისტორიაში. მათი წყალობით, მათი თავგანწირვითა და სიმამაცით, ომის პირველ თვეებში მტრის შეკავებაში, დღეს ჩვენ ყველა ვგრძნობთ უკრაინის გამარჯვების გარდაუვალობას“, - განაცხადა ახმეტოვმა.

რინატ ახმეტოვი ინდუსტრიული მაგნატი და უკრაინის უმდიდრესი ადამიანია.

აღსანიშნავია, რომ რინატ ახმეტოვი ერთ-ერთი ის უკრაინელი მილიარდერია, რომელმაც ომით გატანჯულ მის ქვეყანას ყველაზე დიდი ჰუმანიტარული, ფინანსური და სამხედრო დახმარება აღმოუჩინა. Forbes-ის მილიარდერთა ლაივ-რეიტინგის მიხედვით, რინატ ახმეტოვი $3.9 მილიარდის ქონებას ფლობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები