ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ როგორც სტანდარტების გათვალისწინების კუთხით, ასევე შესაბამისი დაგეგმვისა და ადმინისტრირების თვალსაზრისით იყოს მაღალ დონეზე - კალანდარიშვილი არჩევნებზე

სულ ნახვები : 135
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

ეს არჩევნები რამდენიმე გარემოების გამოა მნიშვნელოვანი და ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ როგორც სტანდარტების გათვალისწინების კუთხით, ასევე შესაბამისი დაგეგმვისა და ადმინისტრირების თვალსაზრისით იყოს მაღალ დონეზე, - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა განაცხადა.

„ეს არჩევნები რამდენიმე გარემოების გამოა მნიშვნელოვანი. პირველი, ალბათ ის არის, რომ ეს არჩევნები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის ქოლგის ქვეშ პირველად ჩატარდება და რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია როგორც ქვეყნისთვის, ასევე ჩვენი ინსტიტუციისთვის, რომ შესაბამისი სტანდარტების, კარგი საერთაშორისო პრაქტიკა იყოს გათვალისწინებული, რათა შესაბამისი სტანდარტებით უზრუნველვყოთ არჩევნების ადმინისტრირება. მეორე კუთხით მნიშვნელოვანია ის, რომ პოლიტიკური საარჩევნო სისტემა შეიცვალა და გადავდივართ მხოლოდ პროპორციულ არჩევნებზე. ამ კუთხითაც ამომრჩევლებისთვის საინტერესო იქნება, რომ 26 ოქტომბერს აირჩიონ თავიანთი სასურველი პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც წარმოადგენს მათ ინტერესებს. მესამე და მნიშვნელოვანი, ეს არის ფართომასშტაბიანი ტექნოლოგიური ინტერვენცია, რომელიც რა თქმა უნდა, დიდ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენი ინსტიტუციისთვის, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ როგორც სტანდარტების გათვალისწინების კუთხით, ასევე შესაბამისი დაგეგმვა, ადმინისტრირება იყოს მაღალ დონეზე, რაც მთელი ინსტიტუციის დიდ სამუშაოებზე, აქტივობებზე და ჩართულობაზე დგას. ასევე, ადამიანურ რესურსზე, რომელიც მობილიზებულია“,- განაცხადა კალანდარიშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა