СБУ-მ იმ რუსების იდენტფიკაცია მოახდინა, რომლებიც დნიპროს საცხოვრებელი კორპუსზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ

სულ ნახვები : 295
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა გამოაქვეყნა იმ რუსი ოკუპანტების  მონაცემები, რომლებიც  უშულაოდ მონაწილეობდნენ დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე  სარაკეტო თავდასხმაში. ამის შესახებ SBU-ს განცხადებაშია ნათქვამი.

აღნიშნულია, რომ დეპარტამენტი იძიებს საქმეს "კანონებისა და ომის წესების დარღვევის" მუხლით.

როგორც გამოძიების წინასწარი მონაცემები ამტკიცებს ამ ტერორისტული დანაშაულში აგრესორული ქვეყნის რამდენიმე ათეული სამხედრო მოსამსახურეა ჩართული, მათ შორის:

52-ე საავიაციო ბომბდამშენი პოლკის მეთაური ოლეგ ტიმოშინი.

დაბადებული: 21.06.1971.

საავიაციო რაზმის მეთაური მაიორი ალექსეი ივანენკო.

დაბადებული: 08.02.1987.

საავიაციო ესკადრილიის შტაბის ხელმძღვანელი დიმიტრი გოლენკოვი

დაბადებული: 01.09.1978.

შტურმანი დენის გრიგორიევი

დაბადებული: 07.06.1982.

შტურმანი დინარ ნაზიროვი

დაბადებული: 03.07.1985.

ინჟინერი ევგენი პოცელუევი

დაბადებული: 16.06.1980.

შეგახსენებთ, შაბათს რუსებმა მასობრივი სარაკეტო იერიში  დნიპროს   საცხოვრებელი კორპუსზე მიიტანეს.  შენობას K-22- ის რაკეტა ესროლეს, რომელიც შექმნილია ზღვაზე თვითმფრინავის გადამზიდავი ჯგუფების განადგურებისთვის.

იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც დაიღუპნენ თავდასხმის  შედეგად, ამ დროის მონაცემებით  40 -ს აღწევს,  მათგან სამი ბავშვია.

ქალაქში სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა