სტოლტენბერგმა რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი შეაფასა

სულ ნახვები : 113
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მცირეა, მაგრამ კრემლის „ბირთვული რიტორიკა“ უპასუხისმგებლო და საშიშია.

ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Welt-თან ინტერვიუში ისაუბრა.

"ბირთვული იარაღის გამოყენების რისკი მცირეა. მაგრამ რუსული რიტორიკა სრულიად უპასუხისმგებლო და სახიფათოა. რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვული ომი არ შეიძლება მოიგოს და, შესაბამისად, მისი წარმოება შეუძლებელია", - განაცხადა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

ამასთან, სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ნატო აგრძელებს მოსკოვის ქმედებების ყურადღებით მონიტორინგს. ამ დროისთვის, მისი თქმით, რუსეთის ბირთვულ ძალებში ცვლილებები არ არის.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტის აპარატი მიიჩნევს, რომ მოსკოვის ბირთვული შანტაჟი მხოლოდ ცარიელი მუქარაა. და ადამიანები, რომლებიც თავს უფლებას აძლევენ ასეთ შანტაჟს მიმართონ,  უნდა იყვნენ იზოლირებული ცივილიზებული სამყაროსგან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები