„მეტა“ აღადგენს ტრამპის Facebook-ისა და Instagram-ის ანგარიშებს

სულ ნახვები : 164
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კომპანია ‘’მეტა’’ უახლოეს კვირებში აღადგენს აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ფეისბუქისა და ინსტაგრამის პროფილებს. ამის შესახებ  Meta-ს საერთაშორისო  ურთიერთობების  განყოფილების პრეზიდენტმა ნიკ კლეგის განაცხადა.

„ფეისბუქის ან ინსტაგრამის ნებისმიერი სხვა მომხმარებლის მსგავსად, ტრამპი ექვემდებარება ჩვენი საზოგადოების სტანდარტებს. თუ ტრამპი გააგრძელებს კონტენტის გამოქვეყნებას, რომელიც არღვევს წესებს, ის წაიშლება და მისი ანგარიში შეჩერდება ერთი თვიდან ორ წლამდე ვადით, რაც დამოკიდებულია დარღვევის სიმძიმეზე“ - განმარტა მან.

ტრამპის გვერდები დაბლოკეს მეტას  პლატფორმებიდან 2021 წლის 6 იანვარს კაპიტოლიუმის არეულობის შემდეგ, რომლის დროსაც მან გამოაქვეყნა დაუსაბუთებელი პრეტენზიები საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების შესახებ და ასევე შეაქო მომიტინგეების სასტიკი მეთოდები.

კლეგმა თქვა, რომ ტრამპის პროფილების დაბლოკვა იყო „არაჩვეულებრივი გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს არაჩვეულებრივ გარემოებებში“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა