ევროკავშირის, აშშ-ისა და უკრაინელი პოლიტიკოსების ჯგუფმა რამდენიმე პირის წინააღმდეგ სანქციების დაწესება მოითხოვა

სულ ნახვები : 186
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პოლიტიკოსთა ჯგუფი ევროკავშირიდან, შეერთებული შტატებიდან და უკრაინიდან მოუწოდებს ევროკავშირს სანქციები დაუწესოს  მომღერალ ფილიპ კირკოროვს, ტელეწამყვან ქსენია სობჩაკს, ამერიკელ მსახიობს სტივენ სიგალს და კიდევ რამდენიმე რუსს, რომლებიც, უკრაინაში რუსეთის შეჭრას  მხარს უჭერენ.  ამის შესახებ ბრიუსელის პორტალი Euractiv-ი იტყობინება.

გამოცემის  ცნობით, აღნიშნული მოთხოვნით ამ ჯგუფმა წერილი უკვე  გაუგზავნა შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ტობიას ბილსტრომს, რომლის ქვეყანაც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეა.

უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ განუცხადა პორტალს, რომ ჯგუფის მთავარი მიზანი, რომელშიც შედიან ამერიკელი კონგრესმენები, ევროპარლამენტარები და უკრაინელი პარლამენტარები, არის „სანქციების სინქრონიზაცია“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები