ზიმბაბვეელმა ჟურნალისტებმა აჩვენეს, როგორ გამოიყურება ლუკაშენკო სინამდვილეში - რა სჭირს დიქტატორს?!

სულ ნახვები : 11,428
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ზიმბაბვეში ვიზიტის დროს ბელარუსის თვითგამოცხადებული პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო რამდენჯერმე მოხვდა ფოტოჟურნალისტების ობიექტივში, რომლებსაც, ბელორუსის სახელმწიფო მედიის სიკოფანტებისგან (ჯაშუშები - რედ.) განსხვავებით, არ აღელვებთ მისი ვიზუალი, რაკურსი და არც მასალის  რეტუშირება (დამუშავება, დამონტაჟება - რედ.) მოუხდენიათ.

ზიმბაბვეს პრეზიდენტის ოფისის პრესსამსახურის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნები იმის შესახებ, თუ რა ცუდ ფორმაშია ბელარუსის დიქტატორი.

კერძოდ, დაუმონტაჟებელი და გადაუხარისხებელი მასალიდან აშკარაა, რომ ლუკაშენკას, რომელსაც უყვარს თავისი კარგი სპორტული ფორმის საჯაროდ წარმოჩენა, ჭარბი წონის პრობლემა აქვს. გამოქვეყნებულ კადრებში ჩანს მისი ასიმეტრიულად დიდი მუცელი და  ის თუ როგორ უჭირს მას მოძრაობა.

კერძოდ, ოფიციალური მიღების ვიდეოში ჩანს, რომ ლუკაშენკო ძლივს ამოძრავებს ფეხებს, დიქტატორის სახემ კი შესამჩნევი ჟოლოსფერი ელფერი შეიძინა, როგორც ეს ჰემორაგიულ ინსულტამდე ხდება.

ამ მდგომარეობას თან ახლავს წნევის მკვეთრი მატება, ხოლო სახე ძალიან წითლდება, ირღვევა სიარული და მოძრაობების კოორდინაცია. ამ ტიპის ინსულტი იწვევს სისხლძარღვების რღვევას და ტვინში სისხლდენას. სიკვდილიანობა 35%-მდეა.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ზიმბაბვეში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. აეროპორტში ბელარუსის დიქტატორი სიმღერითა და ტრადიციული აფრიკული ცეკვებით გააცილეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა