ცუკერბერგმა ერთ დღეში რეკორდული 12,5 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა

სულ ნახვები :
593




...
Meta-ს დამფუძნებლისა და აღმასრულებელი დირექტორის მარკ ცუკერბერგის ქონება ხუთშაბათს $12,5 მილიარდი გაიზარდა, რაც მისი ერთდღიანი ყველაზე დიდი მოგებაა. ამის შესახებ Bloomberg იტყობინება.
Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის მიხედვით, ცუკერბერგის მთლიანი ქონება ახლა $69,8 მილიარდს შეადგენს, რაც მას მე-13 უმდიდრეს ადამიანად აქცევს მსოფლიოში.
მოგება აქციების წალობით დაფიქსირდა. ხუთშაბათს Meta-ს აქციები 23.3%-ით გაიზარდა.