ვინმეს გონია, რომ ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ? მოვიგებთ! - ლევან ხაბეიშვილი

სულ ნახვები : 206
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ვიმუშავებთ, ვინმეს გონია, რომ ხელებს ჩამოვუშვებთ? არ ჩამოვუშვებთ, ვინმეს გონია, რომ ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ? მოვიგებთ“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა დღეს, 7 თებერვალს მთავრობის სასახლის წინ გააკეთა. 

მისი თქმით, ბრძოლა, რომელიც დაიწყო „ნაციონალურმა მოძრაობამ“ პუტინის მიერ მართული ხელისუფლების წინააღმდეგ დასრულდება გამარჯვებით. 

„მინდოდა სწრაფად გაგვეხსნა რაიონებში ოფისები, მოგვეწესრიგებინა ლოჯისტიკა, მოვძლიერებულიყავით, თუმცა არ გვაძლევს რუსული რეჟიმი ამის საშუალებას და ახლა გვიწევს ფორსმაჟორში მუშაობა და ვიმუშავებთ, ვინმეს გონია, რომ ხელებს ჩამოვუშვებთ? არ ჩამოვუშვებთ, ვინმეს გონია, რომ ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ? მოვიგებთ და აქ ნიშნის მოგებით საუბარს დაანებეთ ყველამ თავი, წინ გვაქვს მთავარი ბრძოლა“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა