„ჩვენთვის კომფორტია, რომ გვყავს ასეთი სუსტი მოწინააღმდეგე“ - შალვა პაპუაშვილი ენმ-ზე

სულ ნახვები : 180
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას სუსტ მოწინააღმდეგეს უწოდებს.

მისი თქმით, მათ ყველაფერი აქვთ საკუთარი მედიაც, გარკვეული გავლენებიც, შეუძლიათ ამა თუ იმ საკითხის წამოწევა, თუმცა მმართველ პარტიას ვერ უწევენ სათანადო წინააღმდეგობას.

„ხანდახან ჩემი თავისთვისაც შემიტყვია და ვატყობ ჩვენს ოპონენტებსაც და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც, რომ როდესაც ამ ერთ-ორ თემას მოვიტოვებთ გვერდზე და ვსაუბრობთ იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის, დიდი ინტერესი არის ხოლმე ამ თემებზე საუბრის. მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ ნაციონალურ მოძრაობას, ვინაიდან აქვს ფინანსური რესურსი, მედია რესურსი, აქვს შესაძლებლობა, რომ თემების გარკვეული დომინირება მოახდინოს ოპოზიციურ ფლანგზე და ამ საკითხებს ვინც გაცდება, შესაბამისად, მასზე ჰქონდეს ზეგავლენის ბერკეტი. კიდევ ერთხელ, ჩვენთვის ეს კომფორტია, რომ ჩვენ გვყავს ისეთი სუსტი მოწინააღმდეგე, როგორიც არის ნაციონალური მოძრაობა. სუსტი არის თავისი წარსულის გამო, თვისი აწმყოს და იმ მომავლის ხედვის გამო, რომელიც აქვს და ნებისმიერ ამ ორთაბრძოლაში ქართული ოცნება, რა თქმა უნდა, არის უფრო ძლიერი და ეს შეიძლება გარკვეულ კომფორტს ჩვენ გვიქმნიდეს, მაგრამ შექმნან დისკომფორტი პატარა პარტიებმა. ყოველ ჯერზე, რატომ ხვდებიან ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა