რუსებს დღეში 500 მოკლული და 900 დაჭრილი ჰყავთ - ოლექსეი რეზნიკოვი

სულ ნახვები : 404
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ოკუპანტებმა უკვე დაიწყეს „მოცულობით შემოტევები“ დონბასზე და ყოველდღიურად 500-მდე ადამიანს კარგავენ“ - აღნიშნული განცხადება უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსეი რეზნიკოვმა გამოცემა „La Repubblica“ - სთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

მისი თქმით, რუსები აბსურდულ ტაქტიკას იყენებენ.

„რეალურად შემოტევები უკვე მიმდინარეობს, ჩვენ ამას „მცოცავ შემოტევას“ ვეძახით, რადგანაც აბსურდული ტაქტიკით მოქმედებენ. ისინი ჩვენს წინააღმდეგ „ვაგნერელების“ ტალღას ან ყოფილ ტყვეებს აგზავნიან, რათა რამდენიმე მეტრი მიწა მოინადირონ.

მაგალითად, ბახმუტში. ოცი მათგანი თავს ესხმის ჩვენს პოზიციებს და ჩვენ მათ ვკლავთ. ცოტა ხნის შემდეგ კიდევ ოცი მოდის და კიდევ ოცი, უწყვეტ ციკლში. ჩვენმა გენერალმა აღმოსავლეთის ფრონტზე თქვა, რომ რუსებს დღეში 500 მოკლული და 900 დაჭრილი ჰყავთ“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა
კონფლიქტები ► Მეტის ნახვა