ღაზას სექტორში ავიადარტყმების შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

სულ ნახვები : 478
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ღაზას სექტორში ისრაელის საჰაერო იერიშების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. პალესტინური მხარის მტკიცებით, გარდაცვლილთა შორის 13 ბავშვი და 3 ქალია, დაშავებულთა რიცხვი კი 300-ს აღწევს.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 35 დაღუპულის შესახებ.

ისრაელმა პალესტინური რადიკალური დაჯგუფებების ობიექტები მას შემდეგ დაბომბა, რაც ღაზას სქეტორიდან ისრაელის მიმართულებით ასობით რაკეტა და ჭურვი გაისროლეს.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სარაკეტო იერიშებს ისრაელში 5 ადამიანი ემსხვერპლა.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები