მამუკელაშვილის სასტარტო ხუთეული და 10-ქულიანი მონაგარი

სულ ნახვები : 157
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ნაკრების კალათბურთელ სანდრო მამუკელაშვილს სან ანტონიო სფურსში სათამაშო დრო მნიშვნელოვნად გაეზარდა. თუმცა, ნიგერიელი ფორვარდის, ჩარლს ბასის ტრავმის შემდეგ სასტარტო ხუთეულშიც კი გამოჩნდა.

სან ანტონიომ დალას მავერიკსთან ოვერტაიმში 128:137 წააგო, სანდრომ კი, მოედანზე 33:15 წუთი დაჰყო.

მამუკელაშვილის სრული სტატისტიკა ასე გამოიყურება: 10 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი. სანდრომ ექვსიდან ორი ორქულიანი ჩააგდო, ასევე ორჯერ მოათავსა ბურთი კალათში შვიდი ნასროლი სამქულიანიდან.

სან ანტონიო მორიგ მატჩში, 18 მარტს, დასაველთ კონფერენციის ერთ-ერთ ლიდერ მემფისს უმასპინძლებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა