საქსტატის ინფორმაციით, საქართველოში საშუალო ხელფასი 1773 ლარამდე გაიზარდა

სულ ნახვები : 202
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

17 მარტის საქსტატის მიერ გამოქვენებული სტატისტიკის მიხედვით, 2022 წლის IV კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი გასულ წელთან შედარებით 21.2%-ით (309.9 ლარით) გაიზარდა და 1 774 ლარი შეადგინა.

კვლევა გვიჩვენებს თუ რომელ დარგებში დაფიქსირდა მაღალი ხელფასი:

ინფორმაცია და კომუნიკაცია — 3673 ლარი (გაიზარდა 61.8%-ით)

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები — 2727 ლარი (გაიზარდა 12.1%-ით)

მშენებლობა — 2536 ლარი (გაიზარდა 14.8%-ით)

პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები — 2455 ლარი (15.1%-ით)

გასული წლის მეოთხე კვარტალში ქალების საშუალო ხელფასი 1441.7 ლარით, ხოლო კაცების — 2123.2 ლარით განისაზღვრა. ქალებში ხელფასების ზრდამ 258.9 ლარი (22.4%) შეადგინა, ხოლო კაცებში — 355.3 ლარი (20.1%). საქმიანობის მიხედვით, თითქმის, ყველა სექტორში კაცების ხელფასი ქალებისას აღემატება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა