ელმავალმშენებელი ქარხანა 19 524 410 მილიონ ლარად გაიყიდა

სულ ნახვები : 755
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

აღსრულების ეროვნუმა ბიურომ, გურამიშვილის გამზირზე მდებარე „ელმავალმშენებლის“ უძრავი და მოძრავი აქტივები აუქციონზე 19 524 410 მილიონ ლარად გაყიდა.

აუქციონი 9 მარტს იყო ჩანიშნული და ობიექტის საწყისი ღირებულება 48 811 025 ლარს შეადგენდა, თუმცა აღნიშნულ ფასში ობიექტის გაყიდვა ვერ მოხერხდა. 16 მარტს დაგეგმილ აუქციონზე საწარმო ათჯერ ნაკლებ ფასში, 4 881 102 ლარში, გამოიტანეს.

3 სუბიექტი შეძენის სურვილით გამოვიდა, რის შემდეგ „ელმავალმშენებელი“ 19 524 410 ლარად გაიყიდა, თუმცა აღსრულების ეროვნული ბიურო ჯერჯერობით, არ აკონკრეტებს მფლობელის ვინაობას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა