გვინდა სი ძიპინთან საუბარი - კულება

სულ ნახვები : 350
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არ ვფიქრობ, რომ ჩინეთი მზად არის რუსეთს იარაღი მიაწოდოს, ჩვენ გვინდა სი ძიპინთან დალაპარაკება - აღნიშნული განცხადება, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ დღეს, 17 მარტს ВВС - სთან ინტერვიუს დროს გააკეთა.

ამავე ინტერვიუში კულება აცხადებს, რომ არანაირი ნიშანი და მზაობა უკრაინულ მხარეს, რუსეთთან მოლაპარაკებისთვის არ გააჩნია, თუმცა იზიარებს იმ მოსაზრებას, რომ ყველა კონფლიქტი ადრე თუ გვიან მოლაპარაკებით სრულდება.

 „მე არ ვფიქრობ, რომ ჩინეთისთვის დადგა ის მომენტი, როდესაც ის რუსეთს იარაღით მოამარაგებს. ჩემი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მიზანია, დავრწმუნდე იმაში, რომ უკრაინა მოლაპარაკების მაგიდასთან მხოლოდ მას შემდეგ დაჯდა, რაც ბრძოლის ველზე წარმატებას მიაღწია“, - განაცხადა კულებამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა