ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ჟენევის დისკუსიებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება

სულ ნახვები : 347
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბას თქმით, დე ფაქტო ხელისუფლება ემზადება ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც 4-5 აპრილს უნდა გაიმართოს.

„მომდევნო რაუნდისთვის ვემზადებით 4-5 აპრილს. ვიმედოვნებთ, რომ კიდევ ერთხელ არ მოხდება მათი ცალმხრივი გადადება და არ იქნება ორგანიზაციული და ტექნიკური სირთულეები, მათ შორის ვიზების აღება ჩვენი თანამშრომლებისთვის და სხვა მონაწილეებისთვის. მოვითხოვთ საქართველოსთან ხელშეკრულების გაფორმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ და ჩვენი სახელმწიფო სუვერენიტეტის აღიარებას“, - განაცხადა ინალ არძინბამ.

აფხაზეთის მედიის ცნობით, ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება მჭიდრო კოორდინაციაშია კოლეგებთან რუსეთიდან და ოკუპირებული სამხრეთ ოსეთიდან.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის 31 იანვარს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში, სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეები არ შეუშვეს.  ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრ ინალ არძინბას თქმით, გადაწყვეტილება ჟენევის დისკუსიების 57-ე რაუნდის გადადებას უკავშირდება, რომლის ჩატარებაც 2023 წლის 21-22 თებერვალს იგეგმებოდა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა