ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა გაიმართა

სულ ნახვები : 233
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

....

დღეს, 18 მარტს მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური საბჭოს სხდომა ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა, სადაც მიმდინარე და დაგეგმილ ეკონომიკურ პროექტებზე იმსჯელეს, ასევე ის ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს, რომლებზეც პრემიერ-მინისტრის დავალებით სამუშაოები მიმდინარეობს.

სხდომაზე ქალაქებისა და კურორტების განვითარების პროგრამა განიხილეს. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, შერჩეულია 10 ტურისტული ლოკაცია, რომლის რეაბილიტაციაც პირველ ეტაპზე განხორციელდება.

„მთავრობის ადმინისტრაციაში საუბარი შეეხო რეგიონში შექმნილი სიტუაციისა და გლობალური გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკა სტაბილურობას ინარჩუნებს, უფრო მეტიც — ფიქსირდება ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა.

2022 წლის განმავლობაში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდა 2023 წლის იანვარშიც გაგრძელდა და ამავე თვის მაჩვენებელმა 8.4% შეადგინა.

სხდომაზე ყურადღება პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს დაეთმო. 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა 61.1%-ით გაიზარდა და 2 მილიარდ აშშ დოლარი შეადგინა“, -  წერია საქართველოს მთავრობის „ფეისბუქ“ გვერდზე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები