რუსული კანონისგან უნდა დავიცვათ ქვეყანა, თუ საჭიროა, ფიზიკურადაც - პაატა მანჯგალაძე

სულ ნახვები : 239
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უნდა გამოვიდეთ და ფიზიკურად დავიცვათ ქვეყანა რუსული კანონისგან, უნდა მოვითხოვოთ 12 პუნქტის შესრულება — ამის შესახებ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ დეპუტატმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. „მთავარია, არ ავყვეთ „ქართული ოცნების“ პროპაგანდას, თითქოს ოპოზიციას შეუძლია ხელი შეუშალოს რეკომენდაციების შესრულებას.

"80 - კაციანი უმრავლესობა ჰყავთ პარლამენტში და ნებისმიერ კანონის მიღება შეუძლიათ. ოპოზიციისკენ ხელის გაშვერა ხალხის მოტყუებაა. პირიქით, ჩვენ ვეხმარებით. ჩალის ფასი არ აქვს კანდიდატის სტატუსს. კანდიდატის სტატუსის გარეშე ევროკავშირის წევრობა არ ხდება. თუ ევროპა გვინდა, კანდიდატის სტატუსი და 12 პუნქტის შესრულება თანაბრად მნიშვნელოვანია, ამას ქართული ოცნება უშლის ხელს. სამუშაო ფორმატებში, სადაც არ ვმონაწილეობდით, ვამბობდით, რომ ფასადია სამუშაო ფორმატი. ეს გამოჩნდა კიდეც. მიიღეს დეოლიგარქიზაციის კანონი, რომელიც ბიძინა ივანიშვილზე არ ვრცელდება, დაწერეს საარჩევნო რეფორმა, რომელიც ფსევდო რეფორმაა... რეალურად ფასადური იყო. რეალურად რამ იმოქმედა და რამ შეაშინა? სტრატეგია აღმაშენებელი ამბობდა, რომ ქუჩის პროტესტის გარეშე ქართული ოცნება არაფერს დათმობდა. არ მესმის ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგების ნიშნით მოგებით საუბარი: „სამუშაო ჯგუფები“. სამუშაო ჯგუფი კი არა, უნდა გამოვიდეთ და როგორც ფიზიკურად დავიცავით ქვეყანა რუსული კანონისგან, ასევე უნდა მოვითხოვოთ 12 პუნქტის შესრულება. ეს არის გამოსავალი და არა ფასადივით ჯდომა სამუშაო ფორმატებში. სამუშაო ფორმატში ჩართულები ვიყავით, კომიტეტებზე ვესწრებოდი. რომელიც მედიასთან არის დაკავშირებული, არჩევნებთან და კორუფციასთან არცერთი რეკომენდაცია არ შეასრულეს. თავს რატომ ვიტყუებთ?! ოპოზიციის გაერთიანება არ გამოდის, კოორდინაციაა აუცილებელი საქართველოს თავისუფლებისთვის და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის. უნდა ვიმუშაოთ, ქვეყნის შიგნით ხალხს კარგად უნდა ავუხსნათ, ასევე საერთაშორისო პარტნიორებს უნდა ავუხსნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსი, პარლამენტის შიგნით „ქართული ოცნება“ რამენაირად უნდა ვაიძულოთ, რომ ქვეყანა არ დატოვოს რუსულ ჭაობში, მათ შორის, ფიზიკურად ვიბრძოლოთ, თუ საჭირო იქნება. ეს არის ფორმულა“, - თქვა პაატა მანჯგალაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა