დღეს პარლამენტთან ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერი აქცია გაიმართება

სულ ნახვები : 114
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 31 მარტს 20:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ, მარტის აქციების საქმეზე დაკავებული 21 წლის, ლაზარე გრიგორიადისის მხარდასაჭერია აქცია გაიმართება.

„არა დევნას, არა ავტორიტარიზმს“ - სწორედ სახელწოდებით ქვეყნდება აქციის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში.

„დღეს, როდესაც ავტორიტარულმა რეჟიმმა, ოფიციალურად დაიწყო პოლიტიკური დევნა 7-8 მარტის აქციებში მონაწილეებზე, ჩვენი მოვალეობაა ისევ გამოვიდეთ და დავანახოთ ამ ფარჩაკებს, რომ საქართველო რუსეთი არაა და არ გაუვათ ის, რასაც ასე გამალებით ცდილობენ.

დღეს აუცილებლად ყველანი უნდა გამოვიდეთ გარეთ, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ და მოვითხოვოთ ლაზარე გრიგორიადის გათავისუფლება. მხოლოდ ერთიანი ძალებით შევძლებთ ჩვენ ამ მიზნის მიღწევას, ამიტომ დღეს, ყველანი 8 საათზე უნდა შევიკრიბოთ პარლამენტთან.

ძალა ერთობაშია!!!“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, 21 წლის ლაზარე გრიგორიადისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საგამოძიებო უწყების ინფორმაციით ლაზარე გრიგორიადისიმ 7 მარტის აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი და ცეცხლი წაუკიდა პოლიციის ავტომანქანას. შსს-ს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა