უკრაინა ბელგოროდის მოვლენებთან კავშირს უარყოფს

სულ ნახვები : 356
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი არ ადასტურებს ბელგოროდში მიმდინარე პროცესებთან უკრაინის კავშირს.

ამის შესახებ პოდოლიაკმა საკუთარი ტვიტერის გვერდზე დაწერა.

„უკრაინა ინტერესით აკვირდება რუსეთის ბელგოროდის ოლქის მოვლენებს და სწავლობს სიტუაციას, თუმცა არავითარი კავშირი არ გააჩნია. ტოტალიტარულ ქვეყანაში ერთადერთი მამოძრავებელი პოლიტიკური ძალა ყოველთვის, გარდაუვლად იქცევა პარტიზანულ მოძრაობად იარაღით ხელში“, – წერს ის.

ცნობისთვის, ბელგოროდში მობილიზებულია სამხედრო დაჯგუფებები და ჩართულია საჰაერო განგაში, ასვე სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეოები, თუ როგორ ტოვებენ ქალაქს მაცხოვრებლები.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კონფლიქტები ► Მეტის ნახვა