ამერიკული დრონი შავი ზღვის თავზე დაზვერვას ახორციელებს

სულ ნახვები : 473
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატი შავი ზღვის თავზე ყირიმის სანაპიროსთან დაზვერვას  ახორციელებს.  ინფორმაციას RBC-Ukraine ავრცელებს.

24 მაისს, დილით, თვითმფრინავი სიცილიაში ნატოს სიგონელას ავიაბაზიდან აფრინდა, ევროპის რამდენიმე ქვეყნის საჰაერო სივრცეში შემოიარა და შავი ზღვისკენ გაემართა.

დრონი მდებარეობს დაახლოებით 18 კმ სიმაღლეზე. RQ-4 Global Hawk არის ამერიკული წარმოების სადაზვერვო დრონი. მას შეუძლია დღის განმავლობაში დაზვერვის ჩატარება ოპტოელექტრონული, ინფრაწითელი, რადარის და ელექტრონული სენსორების დახმარებით.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა