ვინ დაჭრა მოსეშვილის ქუჩაზე ყოფილი ფეხბურთელი? - ეჭვმიტანილის ვინაობა ცნობილია

სულ ნახვები : 3,383
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გუშინ მოსეშვილის ქუჩაზე მომხდარ დაჭრაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, თუმცა პოლიციას ის ჯერ არ დაუკავებია.

ყოფილი მეგობრისა და თანაგუნდელის  დაჭრაში  ნიკოლოზ ჯამასპიშვილია ეჭვმიტანილი.

ნიკოლოზ  ჯამასპიშვილის მამის, ირაკლი ჯამასპიშვილის  თქმით, მისი შვილი და  გუგა ფირცხალავა და  უახლოესი  მეგობრები იყვნენ , თუმცა 2 წლის წინ მათ შორის კონფლიქტი მოხდა.

„მეგობრები იყვნენ,  ერთ გუნდში თამაშობდნენ.   მათ შორის 2 წლის წინ მოხდა კონფლიქტი, მის შემდეგ ისინი აღარ კონტაქტობდნენ.

სტადიონზე, ფეხბურთის თამაშის დროს მიუვიდათ კონფლიქტი, მერე რა მოხდა,  არ ვიცი“, - ამბობს ჯამასპიშვილის მამა.

გუგა ფირცხალავას სამი ტყვია ზურგისა და მუცლის არეში აქვს მოხვედრილი, მისი მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მან დღეს პოლიციას  ჩვენების მიცემაზე უარი უთხრა.

ცნობისთვის, გუშინ მოსეშვილის ქუჩაზე კაფე „სტრადაში“ შეიარაღებულმა პირმა  ცეცხლი გახსნა.  მომხდარზე საქმე  სისხლის სამართლის კოდექსის 19/108-ე და 236-ე,  განზრახ მკვლელობის მცდელობისა და იარაღის უკანონო შენახვა- ტარების მუხლებით აღიძრა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა