პრეზიდენტის განცხადებები ძალიან შეუფერებელი იყო დღევანდელ დღესთან - მიხეილ სარჯველაძე

სულ ნახვები : 297
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქართველ ხალხს 26 მაისის მნიშვნელობა კარგად ესმის და ამ დღეს გულწრფელად ზეიმობს.

მისივე თქმით, ამ დიდ მონაპოვარს გაფრთხილება, დაფასება სჭირდება.

„მგონია, რომ მთელი ერი დღეს გულწრფელად ზეიმობს, რადგან ძალიან კარგად ესმის დღევანდელი დღის მნიშვნელობა. ალბათ ამაზე დიდებული დღე საქართველოს ისტორიისთვის ბოლო ხანებში არც ყოფილა. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დაფასება, მუდმივი მუხლჩაუხრელი შრომა, რომ გავუფრთხილდეთ მონაპოვარს, რომელიც 26 მაისის მონაპოვარი იყო, მოგვიანებით – 9 აპრილის მონაპოვარი“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

ამასთან, სარჯველაძემ კიდევ ერთხელ შეაფასა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა და აღნიშნა, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადებები დღევანდელ დღესთან შეუფერებელი იყო.

„სამწუხაროდ, პრეზიდენტის განცხადებები ძალიან შეუფერებელი იყო დღევანდელ დღესთან, ადგილთან, სადაც ეს ყველაფერი ითქვა. ალბათ პრეზიდენტის ინსტიტუტისთვისაც შეუფერებელი იყო. ეს გამოსვლა არაფრით ყოფილა გამორჩეული იმისგან, როგორიც შეიძლება, ყოფილიყო, მაგალითად, ელემენტარული სატელევიზიო ინტერვიუ. არ ვარგა, საერთო ეროვნულ დღესასწაულზე იყო დესტრუქციული და ვერ მონახო თემა, რომელზეც შეგიძლია, თანამოქალაქეს ესაუბრო. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. ღირებულებებს, რის გაფრთხილებაზეც საუბრობდა, თუნდაც 70-წლიანი ოკუპაციის განმავლობაში ნებისმიერი ქართველი გულში იმარხავდა და ეს ყველასთვის გადასარევად ცნობილია“, – აღნიშნა მიხეილ სარჯველაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა