„მარცხისთვის არიან სამწუხაროდ განწირულნი“ - თეა წულუკიანი ოპოზიციაზე

სულ ნახვები : 240
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მარცხისთვის არიან სამწუხაროდ განწირულნი, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, თუ ისინი არ იპოვიან გამაერთიანებელს, რომელსაც ექნება ყველას წინაშე აღიარებული ავტორიტეტი

„იმ პირობებიდან ვიცი, რომ ოპოზიციის ერთიანობა არის საკმაოდ რთული. ჩვენ მაშინ გაგვაერთიანა ერთმა ლიდერმა, უპირობო ლიდერმა, რომელსაც ჰქონდა მორალური ავტორიტეტი, რომ გავეერთიანებინეთ, ეს იყო ბიძინა ივანიშვილი. შესაბამისად, ჩემი გამოცდილებიდან თუ ვიმსჯელებ, ვიფიქრებდი, რომ ეს ოპოზიცია ვერ გაერთიანდება, თუ ისინი არ იპოვიან გამაერთიანებელს, რომელსაც ექნება ყველას წინაშე აღიარებული ავტორიტეტი. ვინაიდან, მათ ასეთი არ ჰყავთ, ძალიან პესიმისტურად ვუყურებ იმ გეგმას, რომ ისინი ან მინუს ერთით, ან მინუს ორით, ან საერთოდ გაერთიანდებიან. ამიტომ, ისინი დაქსაქსულობისა და მარცხისთვის არიან სამწუხაროდ განწირულნი. სამწუხაროდ-მეთქი ვამბობ, რადგან ჯანსაღი და ერთიანი ოპოზიცია ამ ქვეყნის განვითარებას სჭირდება“, – განაცხადა წულუკიანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა