„ეს საკითხი არის დახურული“ - ირაკლი ღარიბაშვილი რუსულ კანონზე

სულ ნახვები : 428
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით „უცხოელი აგენტები“-ს შესახებ კანონი (რუსული კანონი) დღის წესრიგში არასოდეს აღარ იქნება.

მისი თქმით, საკითხი აღნიშნულთან დაკავშირებით დახურულია და მას აღარავინ მიუბრუნდება.

„ეს კითხვა სხვათა შორის მუსირებდა ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებში. მე მათ მკაფიოდ დავუდასტურე ჩვენი გუნდის სახელით ჩვენი პოზიცია, რომ „ქართული ოცნება“ არ აპირებს, მიუბრუნდეს „უცხოელი აგენტების“ კანონს. ეს საკითხი არის დახურული და ჩვენ აღარ მივუბრუნდებით ამ საკითხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ცნობისთვის, ე.წ. რუსული კანონი მმართველმა გუნდმა  მიიღო, თუმცა მოქალაქეების პროტესტის ფონზე, რომელიც მარტის თვეში წარმოიშვა, მათ კანონის უკან გაწვევა მოხდათ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა