ხელისუფლება გაშიფვრის კი არა, გადასულია ღია რეჟიმში - რომ არიან პრორუსული პოლიტიკის მატარებლები - ზაზა გოგავა

სულ ნახვები : 386
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ხელისუფლება გადასულია ღია რეჟიმში - რომ არიან პრორუსული პოლიტიკის მატარებლები და ნიღაბჩამოხსნილები მხარს უჭერენ ტერორისტულ სახელმწიფოს,“ - განაცხადა გენერალ-მაიორმა ზაზა გოგავამ გადაცემა  „რეაქციაში“.

ზაზა გოგავას თქმით, საქართველოს მთავრობა არ წყვეტს პარტნიორ ქვეყნებზე თავდასხმას და ამას აჩვენებს ნატო-ს სამიტის შემდეგ გაკეთებული მწვავე განცხადებები.

"ხელისუფლების კურსი არ არის პროდასავლური, ეს არის პრორუსული და ყოველი ასეთი დიდი მნიშვნელობის, როგორიც მაგალითად, ნატოს სამიტი იყო, რაღაც კუთხით სიტუაციას მიაგორებენ და როგორც შემდეგ ისინი ჩათვლიან, რომ ამ ყველაფერმა გადაიარა, იწყებენ მიჩვეული რიტორიკით დასავლეთის ლანძღვას. ეხება ამერიკის ელჩის წინააღმდეგ გაკეთებულ განცხადებას, 12 პუნქტთან დაკავშირებულ განცხადებას. პირდაპირ რომ ვთქვათ, ძალიან გაბრაზებულები არიან, ვილნიუსის სამიტზე არ იქნა მიწვეული საქართველოს პრემიერმინისტრი“, - ამბობს გოგავა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა