საქართველო-სომხეთი-საქართველო-რუსეთი - Deutsche Welle-ს შემდეგ, სანქციების გვერდის ავლით ავტომობილების ექსპორტზე Financial Times-იც წერს

სულ ნახვები : 362
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გერმანული Deutsche Welle-ს შემდეგ, ამჯერად სანქციების გვერდის ავლით  საქართველოდან ავტომობილების რუსეთში ექსპორტზე Financial Times-იც წერს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ  მთავარი კვანძი სომხეთია, ავტომობიელბის უმეტესობა, რომელიც რუსეთში სომხეთიდან შედის, მანამდე აშშ-დან საქართველოში ფოთის პორტით ჩადის.

Financial Times-ის ცნობით, ავტომობილებს შეერთებულ შტატებში მეორად სადაზღვევო ბაზარზე ყიდულობენ, შემდეგ მათ საქართველოში ან სომხეთში არემონტებენ და შეკეთებული მეორადი მანქანები რუსეთში მათ ღირებულებაზე ბევრად ძვირად იყიდება..

აღნიშნულია ისიც, რომ ასეთი სქემა გამყიდველებს საშუალებას აძლევს, გვერდი აუარონ ევროკავშირის სანქციებს. 

როგორც ჟურნალაისტი ამბობს, სომხეთიდან რუსეთში ავტომობილების ექსპორტი 2022 წლის იანვარში დაფიქსირებული 800 000 დოლარიდან 2023 წლის იანვარში 180 მლნ დოლარამდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე საქართველოდან სანქციების გვერდის ავლით რუსეთში მანქანებისა და სხვა პროდუქციის გატანაზე ვრცელი სატელევიზიო რეპორტაჟი Deutsche Welle-მაც მოამზადა.  ჟურნალისტი საქართველოში იმყოფებოდა და არაერთი ექსკლუზიური მასალა გადაიღო.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა