თურქეთისთვისაც და აზერბაიჯანისთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს, სად იქნება საქართველო - სალომე სამადაშვილი

სულ ნახვები : 310
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ორივე  ქვეყნისთვის, თურქეთისთვისაც და აზერბაიჯანისთვის, ასევე მნიშვნელოვანი უნდა იყოს სად იქნება საქართველო, - ამის შესახებ ლელოს დეპუტატი სალომე სამადაშვილი ნიკა გვარამიას ინიციატივასთან დაკაშირებით აცხადებს, რომლის თანახმადაც, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების საკითხში უკრაინასთან ერთად თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთიც უნდა ჩაერთოს.

სამადაშვილის თქმით, ლოგიკური არის ეს მოლოდინი, რომ ეს ქვეყნები უნდა იყვნენ რეგიონის გაძლიერებით დაინტერესებული.

„ორივე  ქვეყნისთვის, თურქეთისთვისაც და აზერბაიჯანისთვის, ასევე მნიშვნელოვანი უნდა იყოს სად იქნება საქართველო, რუსეთის ინტერესების გაძლიერება საქართველოში არ შედის არც აზერბაიჯანის და არც თურქეთის ინტერესებში, ამდენად, თუ ჩვენ მოვიაზრებთ ფართო პოლიტიკურ კონტექსტს, რომ საქართველომ უნდა მოაგვაროს ყველა პრობლემა, რომელიც გამოწვევას უქმნის დასავლეთთან ურთიერთობაში, რა თქმა  უნდა,  ლოგიკური იქნებოდა მოლოდინი, რომ ამ პროცესში  პოზიტიური  წვლილი შეიტანოს  ყველა ჩვენმა მეზობელმა, რომლის ამოცანა არის  რეგიონის გაძლიერება და არა რუსეთის გაძლიერება ჩვენს რეგიონში“, - განაცხადა სამადაშვილმა.

შეგახსენებთ, ყოფილმა  პოლიტპატიმარმა და მიხეილ სააკაშვილის ყოფილმა  ადვოკატმა ნიკა გვარამიამ  ეს ინიციატივა კიევში მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ ფორუმზე გააჟღერა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა